საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თავრეჯული


საზოგადოსახელი: მსხალი სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L. ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Tavrejuli' - თავრეჯული წარმოშობა:მესხური   წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია. აღწერილია ნ. ხომიზურაშვილის და ელ. ერისთავის მიერ  1934 წელს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან ძალიან ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:ივითარებს ცოცხისებრ ვარჯს, არახშირი  დატოტვით. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი მკვრივია, მოკრეფისას მოყვითალო – მწვანეა, სრულ სიმწიფეში ყვითლდება. ნაყოფის ფორმა:  მსხლისებრი ფორმის, სწორი ზედაპირით. ნაყოფის ზომა:საშუალო, 140 – 155 გრამი, (6.7 X 5.5 სმ). რბილობი:  თეთრი ფერის, მკვრივი, მსხვილმარცვლოვანი, ხეჭეჭურისებრ–ხრაშუნა, ძალიან წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში,ინახება აპრილამდე, მოიხმარება როგორც ნედლი ხილი. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ–დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეა. საგემოვნო თვისებები: ნაკლებად ტკბილი, თავისებური არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფრაგმენტულად   გავრცელებულია მესხეთში,  ერთეული ძირების სახით   გვხვდება საქართველოს ყველა კუთხეში. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება დაბალი საგემოვნო თვისებებით ,   გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვისუნარიანობით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.388; საქართველოს ხილი( 1938) ტომი 1, გვ 52. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი