გორძამა
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Gorzama' - გორძამა
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშიაშიდა ქართლიდან
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული ფორმის.
ყვავილობის პერიოდი:გვიანი.
ნაყოფის ფერი: მომწვანო–მოყვითალო, მფარავი - ვარდისფერი, ფარავს ზედაპირის 30-40 %-ს.
ნაყოფის ფორმა: ოვალური, მსხლისებური. ყუნწი - გრძელი.
ნაყოფის ზომა: საშუალო ან დიდი, 170-200 გრამი.
რბილობი: თეთრი, საშუალო კონსისტენციის, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, მოიხმარება თებერვლიდან, ინახება აპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები:საშუალო, სუსტი არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:ცალკეული ხეების სახით გვხდება გორის მუნიციპალიტეტში სოფ. მერეთის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია და კარგად ინახება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ. 362.