დანა ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Dana Vashli' -დანა ვაშლი
წარმოშობა:ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშია, გამოავლინა ნ. ხომიზურაშვილმა 1939 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა.
ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი:გვიანი.
ნაყოფის ფერი:მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეს ღია ვარდისფერი ლოყით.
ნაყოფის ფორმა:წაკვეთილ კონუსისებური, ყუნწი სწორი და მოკლე.
ნაყოფის ზომა:საშუალო, 125-150 გრამი.
რბილობი:თეთრი, მკვრივი, ბამბისებური კონსისტენციის, წვნიანი.
სიმწიფისდა მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში, მოხმარებითი სიმწიფე დეკემბრიდან, ინახება მარტამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დაბალი.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: რაჭა-ლეჩხუმში გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია, ნაყოფი ზიანდება ქეცით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ 93.