გაზაფხულის მერცხალი
საზოგადოსახელი: ტყემალი
სახეობის სახელწოდება: Prunus cerasifera Ehrh.
ჯიშის სახელწოდება: Prunus cerasifera 'GazapkulisMerckhali' - გაზაფხულის მერცხალი
წარმოშობა:მიღებულია ადგილობრივი ფორმიდან კლონური სელექციის გზით
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:ბურთისებრი.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი:მზის მხარეს მუქი წითელი, სიმწიფის პერიოდში დაფარულია სანთლისებრი ფიფქით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი, ოდნავ წაწვეტებული.
ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო წონა 10 გრამი.
რბილობი:წითელი,ნაზი და წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:თანაბრად მწიფს 20 ივნისიდან 10 ივლისამდე და ინახება 10–15 დღე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეა
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-ტკბილიგემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ტრანსპორტირებას კარგად იტანს.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 64გვ.