მალაჩინი
საზოგადოსახელი: კომში
სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill.
ჯიშის სახელწოდება:Cydonia oblonga 'Malachini'- მალაჩინი
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მომაღლო-მომრგვალო, ძლიერ დატოტვილი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო.
ნაყოფის ფერი: ყვითელი, ოდნავ ღია მომწვანო ელფერით,ზოგ ნაყოფს მზის მხარეს აქვს ღია მურა-მოწითალო შეფერვა.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, განიერ-მსხლისებრი.
ნაყოფის ზომა:მსხვილი,240–300 გრამი.
რბილობი:მოთეთრო-ღია მოყვითალო, მკვრივი, წვნიანი.
სიმწიფის პ და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში და ძლებს იანვრის ბოლომდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ–დაავადებათა მიმართ გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო–მოტკბო, არამწკლარტე, გამოხატული არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გვხდება შიდა ქართლში, განსაკუთრებითგორის მუნიციპალიტეტში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანი, კარგი საკონსერვო ჯიშია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ 547.