ახალციხური წითელი
საზოგადოსახელი: მოცხარი
სახეობის სახელწოდება: Ribes rubrum L.
ჯიშის სახელწოდება:Ribes rubrum 'Akhaltsikhuri Red ' -ახალციხური წითელი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტი.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ბუჩქის ფორმა:მაღალი ზომის კომპაქტური შემოსვით.
ყვავილობის პერიოდი:მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისი.
ყვავილი:მოვარდისფრო, საშუალო სიდიდის.
ფოთოლი:შებუსული, ღიამწვანე.
ნაყოფის ფერი:წითელიფერის.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი.
ნაყოფის ზომა:საშუალო ზომის, ერთი კენკრისმასა -0.5-1გრამი.
რბილობი:ღია ვარდისფერი,მკვრივი, კარგი არომატით, მომჟავო მოტკბო გემოთი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მგრძნობიარეა ფესვის სიდამპლის მიმართ.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ივლისის თვე.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულიასამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლისრეგიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი,ტრანსპორტაბელური და საუკეთესო ნედლეულია გადასამუშავებლად.
წყაროები:ა.ბუჩუკური, კენკროვანები, თავი XV, 1959 წელი, თბილისი.