მეფის მსხალი
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Mephis mskhali' - მეფის მსხალი
წარმოშობა:აჭარული წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია, მიეკუთვნება ხეჭეჭურების ჯგუფს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი.
ხის ფორმა:განიერ-პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანეა, მზის მხარეს - ვარდისფერი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო, ბორცვიანი, ყუნწი - მსხვილი, მოკლე.
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 200-220 გრამი.
რბილობი:თეთრი, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს დასაწყისში და ინახება 1-2 კვირა.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: კარგად შეხამებული მომჟავო-მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, ხეჭეჭურებისათვის დამახასიათებელი.
დღევანდელი მდგომარეობა:ფართოდაა გავრცელებული აჭარასა და გურიაში საკარმიდამო ნაკვეთებზე.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, გადამწიფებისას რბილობი უმუქდება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 412გვ.