აჩაბეთურა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Achabetura' -აჩაბეთურა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ სოფ.აჩაბეთიდან, მიეკუთვნება კეხურის ტიპის ვაშლებს.
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Achabetura' -აჩაბეთურა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ სოფ.აჩაბეთიდან, მიეკუთვნება კეხურის ტიპის ვაშლებს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის
ხის ფორმა:გაშლილი ვარჯი და საშუალო სიხშირის განტოტვა.
ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის მეორე ნახევარში (შიდა ქართლის პირობებში).
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანეა , მფარავი ფერი - მუქი ალისფერი, რომლითაც დაფარულია მთელი ნაყოფის 90 %.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, 180-210 გრამი.
რბილობი:ღია ყვითელი ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, ოდნავ ძარღვიანი.
სიმწიფის ა და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება დეკემბრის თვიდან. სარდაფში ინახებამაისამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: საშუალო, სასიამოვნო.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
.
დამატებითი ინფორმაცია: წააგავს კეხურას, თუმცა გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით და უკეთესი საგემოვნო თვისებებით.
წყაროები: ზ. ბობოქაშვილი, ვ. კვალიაშვილი, დ. კაკაშვილი, მ. ბაიძე, ხეხილის ადგილობრივი ჯიშების ექსპედიციის შედეგები, შიდა ანგარიში, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტი, 2003