საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დიღმური


საზოგადოსახელი:მარწყვი სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier  ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa'Digmuri' -დიღმური წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის გარეუბანში,სოფელ დიღომში.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო  ზრდის. ბუჩქის  ფორმა:ოდნავ  გადაშლილი ფორმის, სწორმდგომი ღეროებით. ყვავილობის პერიოდი:გვიან  მოყვავილე. ყვავილი:  თეთრი, საშუალო ზომის. ფოთოლი:საშუალო ზომის,ღია მწვანე, ოდნავ მოკრიალე,ნაკლებად შებუსული. ნაყოფის ფერი:წითელი. ნაყოფის ფორმა: წაკვეთილ კონუსური. ნაყოფის ზომა: საშუალო, ერთი კენკრისმასა -16 გრამი. რბილობი:წითელი,ნაზი, არომატული. დაავადებების მიმართ გამძლეობა:თეთრი ლაქიანობა,ნაყოფის რუხი სიდამპლე. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მაისის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი. საგემოვნო თვისებები:  მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში,თბილისის გარეუბნებში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით. წყაროები:   ლ.ლასარეიშვილი, „მარწყვის კულტურა“ (1993),თბილისი; ლ.გოგინავა, დისერტაცია „მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი