საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საკომპოტე


საზოგადოსახელი: კომში სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill. ჯიშის სახელწოდება:Cydonia oblonga 'Sakompote'  - საკომპოტე წარმოშობა:ადგილობრივი წარმოშობის ძველი ჯიშია, რომელიც გამოვლინდა შიდა ქართლში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო, ძლიერ დატოტვილი. ყვავილობის პერიოდი: საადრეო. ნაყოფის ფერი:ყვითელი. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, ფუძე მობრტყო–მომრგვალო ნაყოფის ზომა:საშუალო,200–400 გრამი რბილობი:მოთეთრო-ღია მოყვითალო, წვნიანი,მოტკბო, მცირედ შეზავებული მჟავიანობით. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ რიცხვებში,მოკრეფისთანავე მოიხმარება. ხასიათდება ცუდი შენახვისუნარიანობით.ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში ინახება ნოემბრის პირველრიცხვებამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ძლიერ ზიანდება მონილიოზით. საგემოვნო თვისებები: ახასიათებსკარგი გემო და არომატი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდაა გავრცელებული ქართლში.   დამატებითი  ინფორმაცია: მაღალი ხარისხის ნედლეულია საკონსერვო მრეწველობისთვის. მისგან მზადდება უმაღლესი ხარისხის კომპოტი და მურაბა,ძალიან კარგია ნედლად მოსახმარად.   წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 568გვ.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი