სანავარდო
საზოგადო სახელი: კომში
სახეობის სახელწოდება: Cydonia oblonga Mill.
ჯიშის სახელწოდება:Cydonia oblonga 'Sanavardo' - სანავარდო
წარმოშობა: ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია, გამოვლინდა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:სუსტი ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო, სუსტად დატოტვილი.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო.
ნაყოფის ფერი:მოყვითალო-ღია მომწვანო, მზის მხარეზე მურა-მოწითალო-მოყავისფრო.
ნაყოფის ფორმა:განიერმსხლისებრი, დაბორცვილი, უფრო მეტად ჯამის მხარეს.
ნაყოფის ზომა: მსხვილი, 480–720 გრამი.
რბილობი: მკვრივი, საშუალოდ წვნიანი, ძლიერ მცირე რაოდენობის გამერქნებული უჯრედები განლაგებულია გულის ახლოს.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, ინახება შუა ზაფხულამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ–დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა, განსაკუთრებით მონილიოზის მიმართ.
საგემოვნო თვისებები: მომჟავო, საშუალო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გავრცელებულია შიდა კახეთში, ყვარელში. ასევე გვხვდება შიდა და ქვემო ქართლშიც.
დამატებითი ინფორმაცია: კარგისაკონსერვო ნედლეულია.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 571გვ.