შავი სასელო
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Shavi Saselo' - შავი სასელო
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია. ქართული მსხლების კლასიფიკაციის მიხედვით კალოს მსხლების ტიპს მიეკუთვნება
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო, თხელი.
ყვავილობის პერიოდი: ადრეული.
ნაყოფის ფერი:მომწვანო,დაფარულია ხშირი ჟანგაროს წერტილებით, სიმწიფეში ყვითლდება.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო–მომრგვალო.
ნაყოფის ზომა: საშუალო, საშუალო წონა 100 გრამი.
რბილობი: თეთრი ფერის, გადამწიფებისას შავდება, საკმაოდ წვნიანი, ტკბილი, მცირე მჟავიანობის, თესლბუდის ირგვლივ სუსტად ემჩნევაგრანულაციები.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:საკრეფი და მოსახმარი სიმწიფე უდგება ერთდროულად – აგვისტოს მეორე ნახევარში. ნაყოფი, ჩვეულებრივი საწყობის პირობებში ინახება 15–20 დღეს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: დაბალი გემური თვისებების.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, უმთავრესად საკარმიდამო ნაკვეთებზე.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.453.