საქართველოს პიონერი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sakartvelos Pioneri' -საქართველოს პიონერი
წარმოშობა:გამოყვანილია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ზამთრის ოქროს პარმენისა და ზამთრის ბანანის შეჯვარების შედეგად (სელექციონერი თ. ცერცვაძე).

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის
ხის ფორმა:მომრგვალო პირამიდული ვარჯით და საშუალო სიხშირის განტოტვით.
ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის მესამე დეკადიდან.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალოა, შეფერვა - ღია მოწითალიო, მუქი წყვეტილი ზოლებით, მზის მხარეს შეფერვა უფრო ინტენსიურია, კანი - თხელი.
ნაყოფის ფორმა: განიერ-მომრგვალო ფორმისა და მიმზიდველი გარეგნობით.
ნაყოფის ზომა:მსხვილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხეებზე.
რბილობი:ღია მოყვითალო ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, ნაზი , საკმაოდ წვნიანი, მდიდარი არომატით.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება მოკრეფისთანავე, ინახება ჩვეულებრივ სარდაფში მარტამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია.
საგემოვნო თვისებები: ძალიან კარგი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის ძირითად რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.243–244.
გ.ბადრიშვილი და სხვები. 20070. ხილის ატლასი, ტომი 1, სკრა, გვ 21.