საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბერების


საზოგადო სახელი:  ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch  ჯიშის სახელწოდება: Prunus persica  'Berebis'  -  ბერების წარმოშობა:   ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ - ატენის ხეობიდან.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:  საშუალო ზრდის. ხის ფორმა:  მრგვალი, გადაშლილი. ყვავილობის პერიოდი: გვიანი, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:   ძირითადი ფერი -  თეთრი, მზის მხარეს მკრთალი ვარდისფერით ნაყოფის ფორმა:   განიერ-ოვალური,  სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფის ზომა:  საშუალო, საშუალო მსხვილი, საშუალო მასა 140-160 გრ. შებუსვა - დაბალი. რბილობი:   თეთრი , წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:  მწიფდება და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში (ქ. გორის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა:  საშუალო. საგემოვნო თვისებები:  არომატული.
 დღევანდელი მდგომარეობა:  გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია:  მიდრეკილია ნაყოფის დასკდომისკენ ხეებზე. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ. 226.        
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი