ზაფხულის ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'ZaphkhulisVashli' -ზაფხულისვაშლი
წარმოშობა:მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია, აღწერა შ. დიასამიძემ 1950 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა.
ყვავილობის პერიოდი:საადრეო.
ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი თხელი ნაზი და პრიალაა, ძირითადი ფერი მომწვანო-ყვითელი, საფარი მუქი წითელია, რომელიც ნაყოფის ზედაპირის ¾-ს ფარავს, სიგრძეზე ბაცი წითელი ზოლები დაჰყვება, ოდნავ ცხიმიანია.
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო, სწორი ზედაპირით, ფუძესთან ოდნავ წახნაგოვანი
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის, 130 – 150 გრამი, ყუნწი წვრილი, სწორი, შებუსული.
რბილობი: თეთრი , ბამბისებრი კონსისტენციის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს პირველ ნახევარში, მოხმარება აღებისთანავე შეიძლება, დიდხანს არ ინახება.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, წვნიანი, ნაკლებად არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა:მესხეთის რაიონებში გვხვდება ცალკეული ხეების სახით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები, (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.112.