საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ონი


საზოგადო სახელი: ბადრიჯანი

სახეობის სახელწოდება: Solanum melongena L.

ჯიშის სახელწოდება: ონი -Solanum melongena ‘ Oni’

წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბანი. ონი და რაიონები 1990 წლიდან I და XVI ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით საშუალო–საადრეოა. აღმოცენებიდან სიმწიფემდე(პირველი კრეფა) 120 დღეა, ხოლო აღმოცენებიდან ვეგეტაციის დამთავრებამდე (ბოლო კრეფა) 181დღე. ივითარებს მაღალ ბუჩქს, სიმაღლე 90– 100 სმ. ფოთლები ფართო, ცოტა უხეში, ღია მწვანე. ღერო სუსტად ანტოციანის შეფერვის. ნაყოფი მუქი ლურჯი ფერის, კრიალა და მბზინავი კანით. ფორმით ცილინდრული ბლაგვწვერიანი, მშრალი ნივთიერების შემცველობა ნაყოფში 4,96 %–ია, ვიტამინი C-2,4 მილ. გრ. 100 გრამზე, შაქარი - 2,6 %. სათესლე ნაყოფის ფერი - ყვითელი. უხვმოსავლიანი ჯიშია. მოსავალი - 34,7 ტ/ჰა. ჯიში „ონი“ სუსტად ავადდება სოკოვანი დაავადებით.გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდაბნის საცდელ სადგურში შერჩევის მეთოდით.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: ი. ლომოურისსახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელ სადგურის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში1984–85 წლები.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი