საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული 54


საზოგადო სახელი: გოგრაqartuli

სახეობის სახელწოდება: Cucurbita moschata Duchesne

ჯიშის სახელწოდება: ქართული 54-Cucurbita moschata ‘ Kartuli 54 ’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. წყალტუბო, დარაიონდა 1990 წელს საქართველოს ყველა ზონისათვის.

ჯიშის დახასიათება: სავეგეტაციო პერიოდი - აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე 152 დღეა. ყვავილი დიდი, ერთსახლიანი და ერთსქესიანია. მთავარ ღეროზე მდედრობითი ყვავილთა რაოდენობაა 2–3, პირველი რიგის ყლორტებზე - 5–7, მეორე რიგისაზე კი - 4–6 ჯვარედინმტვერიაა. ღერო მხვიარა, ფოთოლი თირკმლის ფორმის, სუსტად დანაკვთული, ფოთლის ფირფიტა ფართოა, სიგრძით 23 სმ. სიგანით 33 სმ, შეფერილობა მუქიმწვანე. ნაყოფის ფორმა ნახევრად მრგვალია, სიგრძით 18 სმ, სიგანით 25 სმ. ნაყოფის მასა საშუალოდ 4,4 კგ–ია. ნაყოფის ზედაპირი ნაცრისფერია თეთრი ლაქებით, დასეგმენტებული. ნაყოფის კანი თხელია, შიგთავსი კი მოყვითალო–ოქროსფერი. ნაყოფში მშრალი ნივთიერების რაოდენობა 12–13,3 %–ია. საერთო შაქრიანობა 6,5–6,8 %. თესლი თეთრი, მსხვილი 1000 თესლის მასა 292 გრ–ია. მოსავლიანობა საკონკურსო ჯიშთაგამოცდაში 1982–1985 წლებში საშუალოდ აღწევდა 15,8 ტ/ჰა–ს. მათშორის სასაქონლო მოსავალი 12,6 ტ/ჰა–ს.
ჯიში გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელ სადგურში, ინდივიდიალური შერჩევის მეთოდით, ადგილობრივი ჯიშ–პოპულაციიდან.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების მიმართ, სუსტად ავადდება ნაცრით და ანთრაქნოზით.

წყაროები: 1. გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი 1965 წ.
2. ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელი სადგურის 1982 წლის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი