საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ტყაჩირული ფოთლოვანი


საზოგადო სახელი: ოხრახუში

სახეობის სახელწოდება: Petroselinum crispum (Mill.) Fuss

ჯიშის სახელწოდება: ტყაჩირული ფოთლოვანი -Petroselinum crispum  ‘Tkachiruli Potlovani’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. წყალტუბოს რაიონი, ტყაჩირი. დარაიონებულია 1981 წლიდან საქართველოს ყველა ზონაში და საკონსერვო მრეწველობისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ტყაჩირული ფოთლოვანი საშუალო ვეგეტაცისაა. სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 68–78 დღეა. ფოთლის როზეტი სწორმდგომია, მუქი–მწვანე შეფერილობითა და გლუვი ზედაპირით. ფოთლები ნაზი მცირეწვენით. რბილობის შეფერილობა / ფესვის ნაწილის/ თეთრია. ძირხვენის სიგრძე 14 სმ., დიამეტრი ძირხვენის შუა ნაწილში 1,5 სმ. ერთი მცენარის მასა 77–113გრ.
წყალტუბოსა და მცხეთის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, სამი წლის / 1978–1980/ გამოცდის მონაცემებით, ძირხვენის მოსავალი ფოთლებთან ერთად შეადგენდა საშუალოდ 81,2 ტ/ჰა. აღემატებოდა სტანდარტს / ჩვეულებრივ ფოთლიანი/ 23,6 ტ/ჰა–ზე.
ჯიში გამოყვანილია გამორჩევით ადგილობრივი ჯიშ–პოპულაციიდან, მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს მებოსტნეობის საცდელ სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ოხრახუში ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია, იგი არომატული მცენარეა, რომლის ფოთლები და ძირხვენები გამოიყენება საჭმელად. მწვანილად და წვნიანი საჭმელების, სალათების და ხორციანი კერძების საკმაზად. მისი სურნელება გამოწვეულია ოხრახუშის ეთერ ზეთის არსებობით.

წყაროები: : ი. ლომოურის მიწათმოქმედების სემეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის 1979 წლის ანგარიში;
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის წყალტუბოს საცდელი სადგურის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის 1980 წლის ანგარიში.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი