საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხარისგულა


საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტო

სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.

სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.

ჯიშის სახელწოდება: ხარისგულა–Brassica oleracea ‘ Kharisgula’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი, სამტრედია. დარაიონებულია 1947 წელს I, II, III, IX, X, XIV ზონებისათვის, მხოლოდ საშემოდგომო თესვისათვის.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, ღია გრუნტში დარგვიდან 110 დღის შემდეგ შემოდის. თავი საშუალო სიდიდისაა, მასა - 0,8–1,0 კგ. ფორმით კონუსისებურია, სიმკვრივე საშუალო, მიდრეკილება აქვს დახეთქვისადმი, აჩოყების მიმართ ნაკლებ გამძლეა. ფოთლების როზეტი პატარაა (30–35 სმ.). კომპაქტური, წამოწეული ფოთლებით. გამოიყენება ადრეულ ვადებში ახალი სახით. თავის გემური თვისებები კარგი.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წ.;
ვალერი სუხიშვილი თეთრთავიანი კომბოსტოს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2010 წ.;
ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი