საკონსერვო
საზოგადო სახელი: პამიდორი
სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.
ჯიშის სახელწოდება: საკონსერვო– Solanum lycopersicum ‘Sakonservo’
წარმოშოიბა: იმერეთის რეგიონი, ქუთაისი-ტყაჩირი. გავრცელებულია მე–2 და მე–3 ზონებში /აბაშის, მარტვილის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ჩხოროწყუს და სენაკის რაიონების დაბლობ ნაწილში და ქვემო იმერეთში/.
ჯიშის დახასიათება: საშუალო–საგვიანო ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე მცენარეს სჭირდება 125 დღე / პირველ კრეფამდე /.
ივითარებს ნორმალური ფორმის, საშუალო სიგრძის (60-70 სმ.) დეტერმინანტულ, ნახევრად გაშლილ, საშუალო დატოტვისა და შეფოთვლის ბუჩქს,ფოთოლი მუქი მწვანეა,საშუალო სიდიდის და დანაოჭების.ნაყოფი მობრტყო-მომრგვალოა, მტევნად შეკრებილი (2-5 ცალი) მოწითალო-ნარინჯისფერი, რბილობი წითელი ან მოწითალო ნარინჯისფერია, გლუვზედაპირიანი, მრავალბუდიანი, კარგი გემური თვისებებით და მშრალი ნივთიერების მაღალი შემცველიბით (5-6%). ნაყოფი გამოიყენება, როგორც სასალათედ, ასევე საკონსერვოდ. უხვმოსავლიანი ჯიშია.
გამოყვანილია ქუთაისის მებოსტნეობის სასელექციო საცდელ სადგურში ჰიბრიდიზაციისა და შემდეგ საუკეთესოების გამორჩევის გზით.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
წყაროები: : გ. კვაჭაძე მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.
ირ.მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.