მუხიანური საზამთრო
საზოგადო სახელი: საზამთრო
სახეობის სახელწოდება: Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. & Nakai
ჯიშის სახელწოდება: მუხიანური საზამთრო -Citrullus lanatus ‘Kakhuri Grdzeli Shavi’
წარმოშობა: იმერეთის რეგიონი, ქუთაისი. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხობის, ხელვაჩაურის რაიონებში. დარაიონებულია 1947 წლიდან I, II, III, VI, X, და XIV ზონებისთვის.
ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. კარგ სამეურნეო თვისებებს უფრო დასავლეთ საქართველოში ამჟღავნებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი დაბალი სამეურნეო თვისებებით ხასიათდება.
ღერო მხოხავია, 4-5 მეტრი სიგრძის, საშუალოდ დატოტვილი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფირფიტა მცირედ დანაკვთული, ახალი ფოთოლი ძლიერ შებუსვილია. ყვავილი ერთსახლიანი და ცალსქესიანი. მდედრობით ყვავილს უფრო მეტს ივითარებს, ვიდრე მამრობითს. გვირგვინის ფურცელი ყვითელია. ჯვარედინდამამტვერიანებელი ერთწლიანი მცენარეა. საუკეთესო გემო აქვს. ნაყოფი საშუალო სიდიდის და მრგვალი ფორმისაა, კანის ფერი მწვანეა და ზედ მუქი მწვანე ვარაყი დაჰყვება. რბილობი მუქი ვარდისფერია, ტკბილი, წყლიანი, უძარღვო. თესლი მიხაკის ფერი ან მორუხო შავი. ტრანსპორტაბელურია. ჯიში „მუხიანური“ საზამთრო ქუთაისის რაიონის აბორიგენული ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება რომელიმე კერძო კოლექციონერთან დასავლეთ საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია: საზამთროს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. იყენებენ, როგორც სადერსეტო საჭმელს, ამზადებენ თაფლს, ბადაგს, ქერქისგან მურაბებს, ცუკატებს, თესლისგან მაღალხარისხოვან ზეთს.
წყაროები: გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.;
ირ.მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1988 წ.