ვანის ხახვი
საზოგადო სახელი: ხახვი
სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.
ჯიშის სახელწოდება: ვანის ხახვი - Allium cepa ‘ Vanis Khakvi’
წარმოშობა: იმერეთის რეგიონი.ვანი.გავრცელებულია ვანისა და იმერეთის დანარჩენ რაიონებში,კახეთის თბილ რაიონებში.
ჯიშის დახასიათება: ჯიში ვეგეტაციის მიხედვით საშუალო საადრეოა.გამოირჩევა უხვმოსავლიანობით და საუკეთესო ხარისხის ბოლქვით, ამ მხრივ ადგილობრივი მომხმარებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.ივითარებს მრგვალ, ყელისკენ ოდნავ შევიწროებულ მრავალბუდიან ბოლქვს, რომელსაც გარეთა მშრალი ქერქლები მოვარდისფო-წითელი აქვს, ხოლო შიგნითა წვნიანი ქერქლები - მოთეთრო ღია იისფერი.ეკუთვნის ნახევრად ტკბილი ხახვების ჯგუფს.გამოირჩევა საშუალო შენახვისუნარიანობით.სოკოვანი დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: საუკეთესო ჯიშია სამზარეულოში გამოსაყენებლად, ნაკლებად აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს.
წყაროები: : გ.ესიტაშვილი, ხახვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1952 წ.