საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავგვრემანი


საზოგადო სახელი: ბადრიჯანი სახეობის სახელწოდება: Solanum melongena L. ჯიშის სახელწოდება: შავგვრემანი-Solanum melongena ‘’Shavgvremani’ წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. ქუთაისი, ტყაჩირი. გავრცელებულია III და V ზონებში. დარაიონებულია 1956 წელს.
ჯიშის დახასიათება: ჯიში სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით საშუალო– საადრეოა. დარგვიდან პირველი ნაყოფის მოცემამდე სჭირდება 60–65 დღე. ივითარებს საშუალო სიდიდის, უხვად დატოტვილ ბუჩქს. მაღალი კვებითი და ტექნიკური ღირსების მქონე ჯიშია. ნაყოფი გრძელი, ცილინდრული ფორმის, წვეტიანი ან ბლაგვი ბოლოთი. ფერი მუქი შავი, კანი პრიალა, რბილობი ნაზი. 1000 თესლის მასა - 4–5გრ. უხვმოსავლიანია - 30–32ტ/ჰა. ჯიში შავგვრემანი გამოყვანილია ადგილობრივი გარდაბნული ბადრიჯნიდან, ჯიშის ხაზის შიგნით შეჯვარებით ი. ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქუთაისის მებოსტნეობის საცდელი სადგურის მიერ.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია: ინდოეთში ბადრიჯანი ახლაც ველურად იზრდება. ადგილობრივი მცხოვრებნი მის ნაყოფს უხსოვარი დროიდან ჭამდნენ. ძველი ბერძნები და რომაელები ბადრიჯანს „ცოფის ვაშლს’’ უწოდებდნენ და ამიტომ არ მიირთმევდნენ. საქართველოში ბადრიჯანი XII საუკუნიდან არის ცნობილი. გადამწიფებული ბადრიჯნის საკვებად გამოყენება არ შეიძლება. მისგან მხოლოდ თესლი მზადდება, იგი დიდი რაოდენობით შეიცავს შხამიან ნივთიერებას – სოლანინს. საკვებად მოიხმარება შემოუსვლელი ნაყოფი, რომელიც ნაზი, გემრიელი და სასარგებლოა. წყაროები: მებოსტნის ცნობარი, თბილისი 1981 წ.; ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი 1998 წ. ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დონდუა, მებოსტნის ცნობარი, „ელკანა“, 2009 წ.
 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი