გორული
საზოგადო სახელი: ნიორი
სახეობის სახელწოდება: Allium sativum L.
ჯიშის სახელწოდება: გორული– Allium sativum ‘Goruli’
წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორი. დარაიონებულია 1984 წლიდან საქართველოს ყველა ზონაში.
ჯიშის დახასიათება: ჯიში “გორულის“ სავეგეტაციო პერიოდი 110–130 დღეა. ვარგისია როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო რგვისათვის, მაგრამ უმჯობესია შემოდგომით დარგვა. ბოლქვის ფორმა მომრგვალო–ბრტყელია, ოდნავ ზემოთ ამოწეული. ინდექსი 0,7–0,75. ბოლქვის გარეთა ქერქლები თეთრი-მოიისფრო შეფერილობისაა, კბილები მსხვილია 7–12 ცალი. კბილის მშრალი ქერქლის შეფერვა ნაცრისფერი–მოყვითალო, გარეთა მხარე იასამნისფერია და ხაოიანი. რბილობის ქერქლები კრემისფერია. ერთი თავი ნივრის მასა საშუალოდ 58 გრამია.
გემრიელი არომატული ნიორია, შეიცავს მშრალ ნივთიერებას - 38,1%-ს, ვიტამინებს -18,3 მილიგრამს 100 გრ-ზე, შაქარს 19,15%-ს, ეთერზეთებს 0,22%-ს. მაღალმოსავლიანი ჯიშია. საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში სამი წლის / 1978–1981/ საშუალო მოსავლიანობაა - 18,2 ტ/ჰა, რაც სტანდარტ „გორულ ადგილობრივს“ აღემატებოდა 4,2 ტ / ჰა–ზე.
საქართველოს მიწათმოქმედების გორის საცდელი სადგურის ჯიშია, გამოყვანილია გამორჩევით ადგილობრივ ჯიშ–პოპულაციიდან.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში ან საძღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში გორული უნიკალური, არამოყვავილე ჯიშია. მისი მოხმარების არეალი ფართოა, გამოიყენება ნედლად, კერძების საკმაზად და მრეწველობაში მწნილების დასამზადებლად.
წყაროები: ი.ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის 1976 წლის სამეცნიერო–კვლევითი ანგარიში;
ლ. ნოზაძე ხახვისა და ნივრის ადგილობრივი ჯიშები, მათი სამკურნალო თვისებები დაწარმოების ტექნოლოგიები, თბილისი, 2011 წ.