დიდნაყოფა გოგრა
საზოგადო სახელი: გოგრა
სახეობის სახელწოდება: Cucurbita maxima Duchesne
ჯიშის სახელწოდება: დიდნაყოფა გოგრა- Cucurbita maxima ‘ Didnakofa Gogra’
წარმოშობა: დასავლეთი საქართველო. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია თათრული გოგრის სახელით, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში „თათრული კვახის“ და გურიაში „ხაპის“ სახელწოდებით.
ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. ივითარებს გრძელ ლართხს და დიდ ბარდს. ღერო მსხვილი ცილინდრისებრი. ფოთოლი დიდი, ბრტყელი, თირკმლისებრი. ისხამს მრგვალ ან მობრტყო ფორმის დიდ ნაყოფს. ნასკვებს ივითარებს ძირთან ახლოს. ნაყოფის საშუალო წონა 12 კგ–ს. აღწევს, ზოგიერთისა კი 20–25 კგ-ს. ნაყოფის კანი აპკივით თხელია. ფერით მოთეთროა, ნაცრისფერი, მოვარდისფრო ყვითელი, ნარინჯისფერი და რუხი. რბილობი მკვრივია, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ნაყოფის ყუნწს ოდნავ ჩაღრმავებული ზოლები დასდევს. თესლი დიდია, თეთრი, სუსტად გამოსახული არშიით. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი 40 ტ/ჰა–ზე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. სითბოსა და სინათლის დიდი მომთხოვნია.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება თესლი ინახებოდეს, კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: გოგრის ეს ჯიში ნიადაგს უფრო მეტ მოთხოვნილებას უყენებს, ვიდრე სხვა გოგრები. ამიტომ მას უფრო ნოყიერ და სარწყავ ნიადაგზე, ან ტენით უზრუნველყოფილ ადგილზე თესავენ. აგრეთვე - პატარა ბაღჩებში, გზის ნაპირებსა და ღობის ძირას.
წყაროები: 1. ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთიბოსტნეულ–ბაღჩეულიკულტურისაგროტექნიკადამეთესლეობააღმოსავლეთსაქართველოსპირობებში. სადისერტაციოშრომა, თბილისი, 1970 წ.