საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ვარდისფერი ჭოპორტულა


საზოგადი სახელი: პამიდორი

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: ვარდისფერი ჭოპორტულა – Solanum lycopersicum ‘Vardisperi Choportula’

წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, წეროვანი. გავრცელებულია IX ზონის რაიონებში. აგრეთვე I ზონაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონების დაბლობ ნაწილში და III ზონაში ვანისა და ტყიბულის რაიონების დაბლობ ნაწილში.

ჯიშის დახასიათება: ვარდისფერი ჭოპორტულა საშუალო–საგვიანო სიცივის ამტანი ჯიშია, მოსავალს იძლევა ოქტომბრის ბოლომდე. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 120 დღე. ნაყოფის მსხმოიარობის პერიოდი 75 დღე. მცენარე არის ინდეტერმინანტული, ღერო ძლიერ დატოტვილია. საშუალოდ შეფოთლილი. მუხლთაშორისების სიგრძე 5-8 სმ. შებუსული. ფოთოლი საშუალოდ დაკბილული, მწვანე შეფერილობის. ყვავილედი რთულია - 3-5 ყვავილით. ნაყოფი მრგვალია, გლუვი ზედაპირით, ვარდისფერი შეფერილობით, პრიალა კანით. 4–5 ბუდით. მისი ფორმირება შეიძლება როგორც საყრდენზე, ისე უსაყრდენოდ - ბაძოკვლებზე. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 140 გრ. 1000 თესლისა - 3,58 გრ. საყრდენზე მცენარის სიმაღლეა 135 სმ. უსაყრდენოდ -124 სმ. სასაქონლო მოსავლიანობა საყრდენის შემთხვევაში არის 50 ტ/ჰა. უსაყრდენოდ - 36ტ/ჰა.
ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, მწიფე ნაყოფში არის: მშრალი ნივთიერება 5,48%, საერთო შაქარი 3,68%, ასკორბინის მჟავა 26,2%, საერთო მჟავიანობა 0,40%.
ვარდისფერი ჭოპორტულა ძალიან მცირედ ავადდება ფიტოფტორით-0,4%, გამძლეობას იჩენს ვირუსული დავადებების მიმართ, მისი ნაყოფები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. მოიხმარება, როგორც სასალათედ, ასევე საკონსერვო წარმოებაში.

დღევანდელი მდგომარეობა: ინახება აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: ვარდისფერი ჭოპორტულას ნაყოფები გამოირჩევა საუკეთესო გემოთი. სტანდარტული ნაყოფები გამოიყენება უმად, სასალათედ, არასტანდარტული - საკონსერვო წარმოებაში.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2010–2011 წ.

 

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი