საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გორული ბრაუნშვეიგის


საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტო

სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.

სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.

ჯიშის სახელწოდება: გორული ბრაუნშვეიგის -Brassica oleracea ‘Goruli Braunshvaigis’

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორი. ჯიში გორული ბრაუნშვეიგის დარაიონებულია 1962 წელს I, II, III, VI, X, IX, XI, XII, XIII, და XXII ზონებისთვის.

ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 140–165 დღეა, თავი დიდია, მკვრივი, ბრტყელი ფორმის, მასა - 2-3 კგ. გემური თვისებები კარგი.
გარეთა ფოთლები მონაცრისფერო მწვანეა, ოდნავ ცვილისებური ნაფიფქით. ქვედა ფოთლები ჰორიზონტალურადაა გაწყობილი. ფოთლების როზეტი დიდია (60-95 სმ.) გარეგანი მურკი მოკლე და მსხვილი აქვს და ფოთოლი მიწაზე განივრადაა გართხმული. ფოთოლი მოიისფრო, მოღუნულია. მეტად მოსავლიანი ჯიშია, საშუალო მოსავალი 45,0–80,0 ტ/ჰა. ხარისხიანი პროდუქცია 95%–ს შეადგენს. გრძელ სტადიური ჯიშია და აჩოყებისადმი გამძლე. ნიადაგს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, კარგად ეგუება ჰაერის სიმშრალეს, იტანს გვალვას, ხანგრძლივ შენახვისუნარიანია, გამოიყენება ნედლად და გადამუშავებული სახით. საუკეთესოა დასამჟავებლად.
გაუმჯობესებულია ყოფილი საკონსერვო მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის გორის მეხილეიბა-მებოსტნეობის სასელექციო სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიშს მიდრეკილება აქვს დახეთქვისადმი.

წყაროები: ვალერი სუხიშვილი, თეთრთავიანი კომბოსტოს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2010 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი