გარდაბნული
საზოგადო სახელი: ბადრიჯანი
სახეობის სახელწოდება: Solanum melongenaL.
ჯიშის სახელწოდება: - Solanum melongena‘Gardabnuli’
წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბანი. გავრცელებულია მე–9 და მე–10 ზონებში.
ჯიშის დახასითებa: ჯიში გარდაბნული (ყარაიის) საგვიანოა, აღმოცენებიდან ნაყოფის პირველ კრეფამდე 140–145 დღეა საჭირო. საქართველოს ძველი ჯიშია. გავრცელებულია ორი ფორმა: ბოსტან-ბადრიჯანი და ბაღ-ბადრიჯანი. ბოსტან-ბადრიჯანი მინდვრის პირობებშია შერჩეული და ხასიათდება მოკლე, მსხვილი და ბლაგვწვერიანი ნაყოფით. ნაყოფი მოშავო-იისფერია, კრიალა და მბზინავი კანით. ხასიათდება მძლავრი ზრდით, მკვრივი და მაღალი ბუჩქით, ზოგჯერ მისი სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს.
ბაღში ბადრიჯანი ხეხილის ნარგავებში მოჰყავთ. ხასიათდება მძლავრი ზრდით, და მაღალი ბუჩქით. ბუჩქი ძლიერ დატოტვილია. ნაყოფი გრძელია და მსხვილი, მახვილბოლოიანი, გარეგანი შეხედულებით მეტად ლამაზი და კონკურენტუნარიანია. ფერი მოყავისფრო-იისფერი. ეს ჯიში სიცხეების მიმართ ნაკლებგამძლეა, ვიდრე ბოსტან-ბადრიჯანი. ბაღ–ბადრიჯანი, ანუ მახვილბოლოიანი ბადრიჯანი გაუმჯობესებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მემინდვრეობის ინსტიტუტში. მოსავლიანობა - 26,7 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
წყაროები:
1. ი.ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში 1998 წ.
2. ირ. მაჭავარიანიბოსტნეულიდაბაღჩეულიკულტურებისმეთესლეობა. თბილისი 1998 წელი.