საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ერფრუტის გორული სუფრის ჭარხალი


საზოგადო სახელი: სუფრის ჭარხალი

სახეობის სახელწოდება: Beta vulgaris L.

ჯიშის სახელწოდება: ერფრუტის გორული- Beta vulgaris ‘ Erphrutis Goruli”

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორი. დარაიონებულია 1947 წლიდან მე–9 ზონისთვის (გორის , დუშეთის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ახალგორის სარწყავ ნაწილში, გარდა მცხეთის რაიონისა); დასავლეთ საქართველოს შემდეგ რაიონებში: ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის ,ხელვაჩაურის, ჩოხატაურის.

ჯიშის დახასიათება: საგვიანო ჯიშია, აღმოცენებიდან ძირხვენის განვითარებას სჭირდება 130–150 დღე (ტექნიკური სიმწიფე). ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლებს და ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს.
ფოთლის ფირფიტის ფორმა გულისებრია, ფირფიტის ზედაპირი ტალღოვანი. როზეტის ზომა საშუალო,ფორმა ნახევრად აწეული. ივითარებს მოკლე ან წაგრძელებულ კონუსისებრი ფორმის ძირხვენას, ძირხვენა ნიადაგში ღრმად არის ჩასული, რის გამოც ამოღება ძალიან გაძნელებულია. კანის ფერი შავწითელაა, რბილობი მკვრივი, მუქი წითელი და ზოგჯერ უხეში. რგოლები ვიწრო, ღია წითელი ფერის. კარგად ინახება, მოსავლიანი ჯიშია.საჰექტარო მოსავალი 23,5 ტ/ ჰა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ავიტამინოზის წინაამღდეგ. ძალზე სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროს, გახეხილი ჭარხლის სალბუნს ადებენ ჭრილობას, დამწვრობას, წყლულებს.

წყაროები: ი. პროხოროვი, ს. პოტაპოვი, ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურების სელექცია და მეთესლეობა, თბილისი, 1980 წ.
ირ.მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.
სსიპ ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2007 წ.
ნ. მემარნიშვილი, თ. დონდუა მებოსტნის ცნობარი, ელკანა, 2009 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი