საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სვენეთურა


საზოგადო სახელი: წიწაკა

სახეობის სახელწოდება: Capsicum annuum L.

ჯიშის სახელწოდება: სვენეთურა-Capsicum annuum ‘ Svenetura’

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორი. დარაიონებულია 1993 წლიდან საქართველოს ყველა ზონაში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში „სვენეთურა“ საშუალო–საგვიანოა. სავეგეტაციო პერიოდი დარგვიდან ნაყოფის პირველ კრეფამდე 95–100 დღეა, ხოლო თესლის მომწიფებამდე 133 დღე. ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, მაგრამ ნაკლებად დატოტვილი, საშუალო სიმაღლის 35–60სმ, ნახევრადგადაშლილი. ფოთოლი მწვანე, ნაყოფი ჩამოკიდებული ცილინდრული, გარდიგარდმო ტალღისებური.ნნაყოფის წვერო წაგრძელებული 2–3 კამერიანი, ტექნიკურ სიმწიფეში მწვანე, ბიოლოგიურ სიმწიფეში წითელი. კედლის სისქე 1,4–1,7მმ. ნაყოფის კანი ნაზი. სიგრძე 17,5–32,5 სმ. სიფართე 1,2 სმ. ნაყოფის საშუალო წონა 18 გრ. საუკეთესო გემური თვისებებით, ნახევრად ცხარე, მრავალ თესლიანი.
ნაყოფი შეიცავს მშრალ ნივთიერებას ტექნიკურ სიმწიფეში 9,88 %–ს, ბიოლოგიურ სიმწიფეში –16,6%, შაქრებს ბიოლოგიური სიმწიფის პერიოდში–7,77%, ვიტამინ ჩ-ს ტექნიკურ სიმწიფეში 22,15 მილ.გრსს, ბიოლოგიურ სიმწიფეში – 22,0 მილ.გრ-ს. ნაყოფი ტრანსპორტაბელურია და ინახება ხანგრძლივად. პროდუქცია კარგი მასალაა საკონსერვო მრეწველობისთვის.
ჯიში სვენეთურა გამოყვანილია ადგილობრივი ჯიშ–პოპულაციიდან ინდივიდიალური შერჩევის მეთოდით, მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: საქართველოს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი 1996 წელი.
ი.ლომოურის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ანგარიში 1992 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი