მარნეულის მრავალბოლქვიანი ხახვი
საზოგადო სახელი: ხახვი
სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.
ჯიშის სახელწოდება: მარნეულის მრავალბოლქვიანი - Allium cepa ‘Marneulis Mravalbolkviani’
წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, მარნეული. გავრცელებულია ქვემო ქართლის რაიონების სარწყავ ზონაში, ძირითადად მარნეულსა და გარდაბანში.
ჯიშის დახასიათება: მარნეულის მრავალბოლქვიანი საგვიანო ჯიშია, ბოლქვის დასამწიფებლად მოითხოვს გრძელ და თბილ დღეებს. ამიტომ უკეთეს შედეგს იძლევა თბილ რაიონებში და ისიც შემოდგომა-ზამთარში თესვის დროს. ივითარებს მსხვილ, მრავალბოლქვიან, მეტწილად 3–4, ზოგჯერ 4–5-ბოლქვიან თავს. თითოეული ბოლქვი წაგრძელებული ოვალურია, გარეთა მშრალი ქერქლების ფერი ბაცი მოყვითალო-მოვარდისფროა, შიგნითა წვნიანი ქერქლები თეთრია. ძალიან ცხარეა, ხანგრძლივად შენახვისუნარიანია.
სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეა. ამ ჯიშის გაუმჯობესებასა და ელიტურ მეთესლეობას ეწეოდა მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყაროები: : გ.ესიტაშვილი, ხახვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1952 წ.
ირაკლი მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.