საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სპილოს ხორთუმი 304


საზოგადო სახელი: წიწაკაspilosxortuma

სახეობის სახელწოდება: Capsicum annuum L.

ჯიშის სახელწოდება: სპილოს ხორთუმი 304- Capsicum annuum ‘ Spilos Xortumi 304’

წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, შიდა ქართლის რეგიონი. გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში სპილოს ხორთუმა საშუალო საგვიანოა. ყვავილი ორსქესინია, ნაყოფიერდება თვითდამტვერვით, მაგრამ ადგილი აქვს ჯვარედინ განაყოფიერებასაც. ყვავილის ფერი თეთრი.ივითარებს გრძელ და სპილოს ხორთუმისებრ ნაყოფს. ყუნწისკენ დანაოჭებულია. ტექნიკურ სიმწიფეში ნაყოფის ფერი ღია მწვანიდან გადადის რძისფერში, მომწიფებისას წითელ ფერს ღებულობს. რბილობი თხელი და მწარე აქვს. ერთი მცენარის მოსავალი 0,3 კგ, სასაქონლო მოსავალიანობა 15 ტ/ჰა–ზე. გამოიყენება, როგორც დასამწნილებლად ასევე სანელებლად.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: : ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა.
თბილისი 1998 წელი.
მიწათმოქმედების ინსტიტუტის სამეცნიერო–კვლევითი ანგარიში 2013 წელი.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი