საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახური ბრტყელი ხახვი


საზოგადო სახელი: ხახვი

სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.

ჯიშის სახელწოდება: კახური ბრტყელი-Allium cepa ‘ Kakhuri Brtkeli’

წარმოშობა: კახეთის რეგიონი.დარაიონებულია 1961 წლიდან IX და XVI ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში კახური ბრტყელი საადრეო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ბოლქვის მომწიფებამდე 80-85 დღეა. ივითარებს მობრტყო ფორმის ბოლქვს, ბოლქვი შეიძლება იყოს ერთ-, ორ- ან მრავალბუდიანი, საშუალო სიმკვრივის. მისი გარეთა მშრალი ქერქლები მოვარდისფროა, ხოლო შიგნითა წვნიანი ქერქლები - იისფერი. ბოლქვი მშრალ ნივთიერებას შეიცავს 10,78%-მდე და 8,4%-მდე შაქარს. კახური ბრტყელის სასაქონლო მოსავლიანობაა 19–20 ტ/ჰა. თესლის მოსავალი - 3,8 ც/ჰა. 1000 მარცვლის მასა 3,6 გრ. მრავალბუდიანობა გავლენას ახდენს ჯიში შენახვისუნარიანობაზე. დაავადებებისა და მავნებლების მიმათ საკმაოდ გამძლეა. საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს შორის ყველაზე უფრო ტკბილი ხახვია, საუკეთესო გემო აქვს.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.

წყაროები: : გ.ესიტაშვილი, ხახვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1952 წ..
ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტეხნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში, სადისერტაციო შრომა, თბილისი, 1970 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი