ქართული, ანუ მესხური კომბოსტო
საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტო
სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.
სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.
ჯიშის სახელწოდება: ქართული, ანუ მესხური კომბოსტო–Brassica oleracea ‘Kartuli’; Brassica oleracea ‘ Meskhuri Kombosto’
წარმოშობა: სამცხე–ჯავახეთი. მესხეთი. გავრცელებულია მესხეთის ზონაში 1947 წლიდან.
ჯიშის დახასიათება: ჯიში მესხური საგვიანო ჯიშია. ჩითილების დარგვიდან 125 დღის შემდეგ შემოდის. ირგვება გაზაფხულზე. თავი მრგვალია, მასა - 4,5-5,5 კგ. ფხვიერი. ფოთლების როზეტი დიდი აქვს (100-120 სმ.), ფოთლების ჰორიზონტალური განწყობით მჯდომარეა, ფართო, უკუკვერცხისებრი. გარეგანი მურკი ძლიერ მაღალია, სარწყავ პირობებში გამოირჩევა დიდი მოსავლიანობით - 85,0 ტ/ჰა. სიცხის ამტანია,გამძლეა აჩოყების მიმართ. საუკეთესოა სამწნილედ და ნედლი სახითაც.
„მესხური“ ძველისძველი, აბორიგენული ქართული ჯიშია.გამოყვანილია მესხეთში ხალხური სელექციის გზით.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყაროები: ვალერი სუხიშვილი, თეთრთავიანი კომბოსტოს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2010 წ;.
ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.