საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბერბუკელა


საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტო

სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.

სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.

ჯიშის სახელწოდება: ბერბუკელა–Brassica oleracea‘Berbukela’

წარმოშობა: შიდა ქართლი,გორის რაიონი, სოფელი ბერბუკი. დარაიონებულია IX და X ზონებისთვის 1991 წლიდან.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ბერბუკელა საგვიანოა, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა აღმოცენებიდან სიმწიფემდე 146 დღეა. როზეტი საშუალო–64 სმ. დიამეტრის. ფოთლების განლაგება ჰორიზონტალურია, მათი რაოდენობა როზეტში 15–28 ცალია, ფოთლების ფირფიტის სიგრძეა 30სმ, სიგანე - 31 სმ. ფოთლის ფორმა ოვალური, ფოთლის კიდე დანაკვთულია,ფირფიტა საშუალო - დანაოჭებული, დაძარღვა ძლიერი, შეფერვა მწვანე. ძლიერი ნაფიფქითაა დაფარული. გარეთა მურკის საშუალო სიმაღლე 16,6 სმ, დიამეტრის ზომა 5,5–7,5 სმ.
თავის ფორმა მომრგვალო–მობრტყო, სიმაღლე, საშუალოდ, 20 სმ., დიამეტრი - 28 სმ.
ინდექსი 0,71. თავის მასა - 3,0 კგ. სიმკვრივე საშუალო, შეფერვა განაჭერზე თეთრი შიდა მურკის ზომა სიგრძით 9,8 სმ, შიდა მურკის სიგანე–3,7 სმ. მაღალმოსავლიანია - 60–80 ტ/ჰა. ჯიში გამძლეა ჩაწოლისადმი, დახეთქვისა და დაავადებისადმი.
მშრალი ნივთიერების შემცველობა თავში - 7,49%, საერთო შაქრებისა –4,1%, ვიტამინ C- 37,88 მგ. %, უჯრედანა 0,84%.
ჯიში მიღებულია გორის საცდელ სადგურში ინდივიდუალური გამორჩევის შედეგად ადგილობრივ ჯიშ-პოპულაცია ბერბუკულადან.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ბერბუკელა ხასიათდება ფესვზე შენახვის საკმაოდ გრძელი პერიოდით, თავსდება მექანიზებული წესით მოვლა-მოყვანისა და აღების პარამეტრებში.

წყაროები: 1. ვალერი სუხიშვილი, თეთრთავიანი კომბოსტოს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2010წ.;
2. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი 1996 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი