საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბორჯომის იდეალი


საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტო

სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.

სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.

ჯიშის სახელწოდება: ბორჯომის იდეალი -Brassica oleracea ‘Borjomis Ideali’

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, ბორჯომი. ჯიში ბორჯომის იდეალი დარაიონებულია 1947 წელს I, II, III, VI, X, IX, XI, XIV, XX, XXI, და XXII ზონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ბორჯომის იდეალი საშუალო პერიოდის ჯიშია.მოსავლის ძირითადი მასა ჩითილის გადარგვიდან 100-114 დღის შემდეგ შემოდის.საადრეო მოსავლის მისაღებად შემოდგომაზე რგავენ.მისი დარგვა შეიძლება გაზაფხულზეც ზაფხულის პერიოდში მოსავლის მისაღებად.საუკეთესო შედეგს იძლევა ადრე გაზაფხულზე გადარგვისას.დაგვიანებით გადარგვა იწვევს მოსავლის შემცირებას.აჩოყების მიმართ საკმაოდ გამძლეა,გამოირჩევა სიცხის ამტანობით.თავი მრგვალია, თეთრი ფერის, საშუალო მასა 1,5-3,0 კგ.ფოთლები მოლურჯო მწვანე ფერისაა,ახასიათებს ფოთლის სუსტი ძარღვიანობა.მოსავალი - 48,8 ტ/ჰა.
ჯიში გამოყვანილია ბორჯომის რაიონის სოფელ რველში,პრაქტიკოსი სელექციონერის გ.თაქთაქიშვილის მიერ ადგილობრივ ჯიშ-პოპულაციიდან.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება რომელიმე კერძო კოლექციაში.

წყაროები: ი.მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.;.
ვალერი სუხიშვილი თეთრთავიანი კომბოსტოს სელექცია საქართველოში, თბილისი, 2010 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი