ლიზი ხახვი
საზოგადო სახელი: ხახვი
სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.
ჯიშის სახელწოდება: ლიზი - Allium cepa ‘’Lizi’
წარმოშობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი,წეროვანი.დარეგისტრირებულია 2012 წელს აღნიშნული რეგიონის რაიონების სარწყავ ზონაში გასავრცელებლად.
ჯიშის დახასიათება: ჯიში ლიზის სავეგეტაციო პერიოდი საშუალო–საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ ბიოლოგიურ სიმწიფემდე საჭიროებს 100-105 დღეს. ნახევრად ცხარეა, ბოლქვი თეთრი ფერის რბილობით და ქერქლით, ფორმა მრგვალი, მასა - 120-160 გრ, უბარტყო, ნიადაგის ზედაპირზე ზემოთ მჯდომარე. მცენარის სიმაღლეა 30-40 სმ, ფოთლების რაოდენობა - 6-8, მუქი მწვანე, მარაოსებურად განწყობილი. გამძლეა მავნებლებ-დაავადებათა მიმართ. ბოლქვის მოსავლიანობა სარწყავში მაღალ აგროფონზე - 30-40 ტ/ჰა. თესლის მოსავალი - 2,6-2,9 ც/ჰა. 1000 თესლის მასა 3,4 -3,7 გრ.
ჯიში ლიზი გამოყვანილია ჯიშიდან ,, სტარდასტ ბეიო“ მასობრივი გამორჩევის მეთოდით ი.ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში „ლიზი“, სხვა ხახვებისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს.
წყაროები: მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2004–2012 წწ.