საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საადრეო


საზოგადო სახელი: პამიდორიsaadreo

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ადგილობრივი დასახელება: საადრეო– Solanum lycopersicum  ‘Saadreo’

წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, სართიჭალა. ჯიში „საადრეო“ რეკომენდებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გასავრცელებლად 2011 წლიდან.

ჯიშის აღწერა: ჯიში სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით არის საადრეო. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს სჭირდება 70 დღე. მოსავალს იძლევა აგვისტოს ბოლომდე. ჯიშისათვის დამახასიათებელია ძლიერ დატოტვილი, საშუალოდ შეფოთლილი, სწორმდგომი ღერო, მცენარე დეტერმინანტულია. მუხლთაშორისების სიგრძეა 5–8 სმ. შებუსულია. ფოთოლი საშუალოდ დაკბილულია, მწვანე შეფერილობის. ყვავილედი რთულია, 3–5 ყვავილით. ნაყოფი გრძელი, ბოლოწაწვეტებულია, წითელი შეფერილობისაა. კანი პრიალაა, ნაყოფი სამბუდიანი. მწიფე ნაყოფის საშუალო მასაა 50 გრ. 1000 ცალი თესლის მასის წონ – 1,98 გრ ნაყოფის სიგრძე 5სმ, დიამეტრი 4 სმ. სასაქონლო მოსავალი - 60 ტ/ჰა. ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით მწიფე ნაყოფში: მშრალი ნივთიერების შემცველობაა 5,0%, საერთო შაქარი 3,8%, ასკორბინის მჟავა 16,7%, საერთო მჟავიანობა 0,45%.
ჯიში საადრეოს საწყისი მასალა მიღებულია ტაივანიდან, მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან.

დღევანდელი მდგომარეობა: ინახება აგრარული უნივერსიტეტის გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: პროდუქციის წარმოება შეიძლება უსაყრდენოდ, გადარგვის შემდეგ აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენებით მცენარის დაწოლამდე, შემდეგი მოვლითი სამუშაოები ტარდება ხელით.

წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტინი, თბილისი, 2010–11 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი