საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭოპორტულა


საზოგადო სახელი: პომიდორიtchoportula

სახეობის დასახელება: Solanum lycopersicum L.

ადგილობრივი დასახელება: ჭოპორტულა-Solanum lycopersicum  ‘Choportula’

წარმოშობა: მცხეთა–მთიანეთის რეგიონი, სოფ. ჭოპორტი. ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, როგორც დაბლობ ნაწილში, ასევე მთაგორიანში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ჭოპორტულა საშუალო-საგვიანო სიმწიფისაა, აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე - 110–120 დღეა. ხალხური სელექციით მიღებული ჯიშია, მაღალმოზარდი, ინდეტერმინანტული, ღერო ძლიერ დატოტვილია, კარგად შეფოთლილი, ფოთოლი ძლიერ დანაკვთული, მწვანე ფერის. მისი წარმოება შეიძლება, როგორც გაუსხლავად, ბაძოზე დაწოლით, ასევე საყრდენზე. გასხლული ვარიანტიდან უკეთესი შედეგია მიღებული ბუჩქის სამ ღეროზე დატოვებით. მისი ნაყოფები გამოირჩევა საუკეთესო გემოთი. ნაყოფის ფერი წითელია, კანი პრიალა, ზოგჯერ დანაოჭებული და უხეში შავი ფერისაა. მწიფე ნაყოფის საშუალო წონაა 130 გრ. 1000 თესლის მასა – 3,23 გრ. მოსავლიანობა - 42,2–44,1 ტ/ჰა.

დღევანდელი მგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ს/კ. ინსტიტუტის 1967 წლის მუშაობის ანგარიში.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი