საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ლიკანი


საზოგადო სახელი: თეთრთავიანი კომბოსტოlikani

სახეობის სახელწოდება: Brassica oleracea L.

სახესხვაობის სახელწოდება: Brassica oleracea var. capitata L.

ჯიშის სახელწოდება: ლიკანი–Brassica oleracea ‘Likani’

წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, სართიჭალა. გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 600–650–დან 1100–1750-მდე.

ჯიშის აღწერა: ჯიში ლიკანი საშუალო–საგვიანოა, სავეგეტაციო პერიოდი 155–165 დღეა. მაღალი იზრდება, გარეთა მურკის სიმაღლე 20–25 სმ–ზე მეტია. გარეგნულად თავი მრგვალია, ღია მწვანე ფერის, ზედა ნაწილში ამობურცულია. კომბოსტოს ფოთოლი ხრაშუნაა, სასიამოვნო გემო აქვს, არ ახასიათებს უხეში ძარღვიანობა. თავის მასა მერყეობს 2,9-3,4 კგ-ის ფარგლებში, საერთო მოსავლიანობა 45–50 ტ/ჰა. ბიოქიმიური შედგენილობა: მშრალი ნივთიერება 7,35-9,35 %, საერთო შაქრები 4,33-4,5 %, ვიტამინ C- 61,6-83,6 მგ.კგ. თესლის მოსავალი 3,5-4,5 ც/ჰა. 1000 მარცვლის მასა 2-4 გრ. ფორმა მომრგვალოა, ფერი მოწითალო–ყავისფერი,
მოხმარების თვალსაზრისით ჯიში უნივერსალურია, ინახება ხანგრძლივად. მოიხმარება როგორც კულინარიაში, ასევე საკონსერვო მრეწველობაში.

დღევანდელი მდგომარეობა: თესლი ინახება სართიჭალის საცდელ სადგურში.

დამატებითი ინფორმაცია: მისი აღება შეიძლება კომბაინით.

წყაროები: მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტენი, თბილისი, 2005–2012 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი