საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახური მრგვალი შავი


საზოგადო სახელი: საზამთრო

სახეობის სახელწოდება: Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. & Nakai

ჯიშის სახელწოდება: კახური მრგვალი შავი -Citrullus lanatus ‘Kakhuri Mrgvali Shavi’

წარმოშობა: კახეთის რეგიონი. გავრცელებულია ძირითადად კახეთის რაიონებში და ქვემო ქართლში.
ჯიშის დახასიათება: ჯიში საშუალო პერიოდის სიმწიფისაა.
ღერო მხოხავია, 5-6 მეტრის, ძლიერ დატოტვილი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფირფიტა ძლიერ დანაკვთული. ყვავილები ერთსახლიანი ერთსქესიანი. გვირგვინის ფურცელი ყვითელი. ჯვარედინდამამტვერიანებელი ერთწლიანი მცენარეა.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი სფერეოსებრი ან მოგრძო მრგვალი, ინდექსი 1,06–1,4. ნაყოფი მსხვილია, საშუალო წონა 5-6 კგ. ნაყოფის ზედაპირი გლუვი ან ოდნავ დასეგმენტებულია. ფერი კრიალა შავი ან მუქი ლურჯი, ზოგჯერ გასდევს მუქი მწვანე, ოდნავ შესამჩნევი ვარაყისფერი ხაზები. ქერქი სქელი 1,5–2 სმ. რბილობი ტკბილი, საშუალო შაქრიანობა 8,83%, აქედან: საქაროზა – 3,6%, გლუკოზა – 1,7%, ფრუქტოზა – 2,47%, შაქრიანობა ზოგჯერ 9,5%–მდეც აღწევს, ნაყოფი უძარღვოა, ფხვიერი, ღია წითელი ფერის. თესლი ფართო, ოვალური, საშუალო სიდიდის. ჯიში მაღალ აგროტექნიკურ ფონზე უხვად მსხმოიარეა. ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებით. ტრანსპორტაბელურია. საუკეთესო გემო აქვს.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კახეთში კერძო კოლექციაში.

წყაროები:
გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა თბილისი 1965 წ.;
ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი, 1970 წ.;
მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო კვლევითი ანგარიში 1980 წ.;
ირ.მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი