საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სხვილისის ხახვი


საზოგადო სახელი: ხახვი

სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.

ჯიშის სახელწოდება: სხვილისის ხახვი - Allium cepa ‘ Skhvilisis Khakvi’

წარმოშობა: სამცხე–ჯავახეთის რეგიონი, ახალციხე. დარაიონებულია 1947 წლიდან. VI, IX, XII, XIII, XIX, XX და XXII ზონებისთვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიშს, მთიან, გრილ რაიონში გამოყვანის გამო, აქვს შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდი. თესვიდან სასაქონლო ბოლქვის მიღებამდე სჭირდება 80 დღე. გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვისუნარიანობით. ივითარებს საკმაოდ მსხვილ, მობრტყო მრგვალი ფორმის, მკვრივი აგებულების ბოლქვებს, საშუალო მასა -120 გრ, ბოლქვის შიგნითა სქელი ქერქლები თეთრია, ხოლო გარეთა მშრალი თხელი ქერქლები - მოოქროსფრო-ყავისფერი. ნახევრად ცხარე ჯიშია. მავნებლებისა და დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა.
სხვილისის ხახვი ფართოდ გავრცელებული აბორიგენული ჯიშია ახალციხის რაიონში. საქართველოს სხვა რაიონებშიც ვრცელდება. ეს ხახვი ცნობილია “სუფლისისა” და ”ახალციხის” სახელწოდებითაც.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთ რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.

წყაროები: გ.ესიტაშვილი, ხახვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1952 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი