საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

იისფერი


საზოგადო სახელი: რეჰანი

სახეობის სახელწოდება: Ocimum basilicum L.

ჯიშის სახელწოდება: იისფერი -Ocimum basilicum ‘ Iisperi’

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორი. დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან, შიდა და ქვემო ქართლის სარწყავი რაიონებისათვის.

ჯიშის დახასიათება: ჯიში „იისფერის“ სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 130–135 დღეა. ივითარებს 60–70 სმ. სიმაღლის ძლიერ დატოტვილ ღეროს. მოსავალი ტექნიკურ სიმწიფეში 8,9 ტ/ჰა, თესლის გამოსავალი 0,91 კგ/ჰა. 1000 მარცვლის მასა - 2,3 გრ. თესლის ფერი მოყავისფრო–შავია. სითბოს მოყვარული ჯიშია. გამოყვანილია ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ს/კ. ინსტიტუტის გორის საცდელ სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახებოდეს კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიშ იისფერის ფოთლებსა და ნორჩ ყლორტებს მოიხმარენ ნედლი სახით მწვანილად, ან სხვადასხვა კერძებში და სალათებში. გამხმარი ფოთლებისგან ან ყვავილისგან დამზადებული ფხვნილი რეკომენდებულია საკონსერვო მრეწველობაში სურნელების მისაცემად.

წყაროები: : გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის სამეცნიერო–კვლევითი 1997–2000 წლების ანგარიში.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი