ქუთაისური
საზოგადო სახელი: ოხრახუში
სახეობის სახელწოდება: Petroselinum crispum (Mill.) Fuss
ჯიშის სახელწოდება: ქუთაისური-Petroselinum crispum ‘Kutaisuri’
წარმოშობა: დასავლეთ საქართველო, იმერეთის რეგიონი. დარაიონებულია 1972 წლიდან საქართველოს ყველა ზონაში და საკონსერვო მრეწველობისთვის.
ჯიშის დახასიათება: ჯიში ქუთაისურის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 76–80 დღეა. ივითარებს უხვფოთლიან მასას და სუსტად განვითარებულ, სწორ და დატოტვილ ძირს. ახასიათებს ნაზი არომატი და კარგი გემური თვისებები. ამიტომ მებოსტნეობაში ფართოდაა გავრცელებული.
ქუთაისის ადგილობრივი ჯიშია, გამოყვანილია გამორჩევით ადგილობრივი ჯიშ– პოპულაციიდან.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცული იყოს კერძო კოლექციაში.
წყაროები: ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998წ.;
ი.ფ. მაჭავარიანი, ზოგიერთი ბოსტნეულ–ბაღჩეული კულტურის აგროტექნიკა და მეთესლეობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში. სადისერტაციო შრომა, თბილისი, 1970 წ.