ვარდისფერი 32 ხახვი
სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.
ჯიშის სახელწოდება: ვარდისფერი 32- Allium cepa ‘ Vardisperi 32’
წარმოშობა: ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბანი. დარეგისტრირებულია 2012წელს ქვემო ქართლის და მცხეთის რაიონებში გასავრცელებლად.
ჯიშის დახასიათება: ჯიში „ვარდისფერი-32“ სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ ბიოლოგიურ სიმწიფემდე სჭირდება 130-135 დღე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. ნახევრად ცხარეა, ყვავილის ფერი თეთრი. ფოთლების რაოდენობა ცრუ ღეროზე 11-12 ცალია. მცენარის სიმაღლე 40–50 სმ. ფოთლის ფერი მუქი მწვანეა. ბოლქვი ერთბუდიანია, ფორმა ბრტყელი. გარეთა მშრალი ქერქლები მოვარდისფროა, შიგნითა წვნიანი ქერქლები - ვარდისფერი. ბოლქვის ზომა საშუალოა, წონა - 115–120 გრ. სარწყავ პირობებში, მაღალ აგროფონზე, ბოლქვის მოსავლიანობაა 27-29 ტ/ჰა. თესლი შავია, სამწახნაგა, ზედაპირი - დანაოჭებული. თესლის მოსავალი 3,5-3,8 ც/ჰა, 1000 მარცვლის მასა 3,8-4 გრ. მშრალი ნივთიერების შემცველობა - 11,03 %, ბოლქვი ძლიერ მკვრივი. მავნებლებ-დაავადებათა მიმართ საშუალოდ გამძლე. ჯიში ვარდისფერი-32, გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელ სადგურში, ჯიშიდან - „კახური ბრტყელი“ მასობრივი გამორჩევის მეთოდით.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიში გასამრავლებლად გადაცემულია აგროქართუში.
დამატებითი ინფორმაცია: ხახვს ადამიანი დიდიხანია იყენებს, როგორც სამკურნალო საშუალებას, სხვადასხვა დაავადებებების წინაამღდეგ. შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებებს ფიტონციდებს, რომლებიც ანტისეპტიკური თვისებების მატარებელია, აბრკოლებს ქოლესტერინის სინთეზს და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის ოფიციალური ბიულეტინი, თბილისი, 2011–2012 წწ.
ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის 2005 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში.