მუხიანური
საზოგადო სახელი: ნესვი
სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.
ჯიშის სახელწოდება: მუხიანური-Cucumis melo ‘Mukhianuri’
წარმოშიბა: იმერეთის რეგიონი, ქუთაისი. ხალხური სელექციის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში. იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რაიონების დაბლობ ნაწილში. ზუგდიდისა და ხობის რაიონების გამოკლებით. დარაიონებულია 1952 წლიდან I, II, III, და VI ზონებისთვის.
ჯიშის დახასიათება: საშუალო საადრეოა, აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე სავეგეტაციო პერიოდი - 83 დღე. ღერო მხოხავია, 3–4 მეტრი სიგრძის, ძლიერ განტოტვილი ბარდით. ფოთოლი მომრგვალო ფორმისაა, კიდემთლიანი, შებუსულია, ფერად მუქი მწვანეა. ერთსახლიანი და ცალსქესიანი მცენარეა. თესლის ფორმა გაგრძელებულ–ოვალურია, ფერი - მოყვითალო.
ნაყოფის ფორმა მობრტყო-მოგრძოა ან ოვალური, ფერია მოყვითალო ან მონაცრისფრო მწვანე. კანი მკაფიო ან სუსტად დასეგმენტებულია. რბილობი მკვრივია, ოდნავ ბოჭკოიანი და საშუალოზე ნაკლები სიტკბოსი. მშრალი ნივთიერების შემცველობა 10,90%, საერთო შაქრები 8,80%, სადეგუსტაციო შეფასება 3,5 ბალი. დაბალმოსავლიანია 13,5 ტ/ჰა.
დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.
დამატებითი ინფორმაცია: ნესვის ნაყოფისგან მზადდება საუკეთესო თაფლი, ჩირი და პასტა, რომელსაც იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, კანფეტებისა და აღმოსავლური ტკბილეულის დასამზადებლად.
წყაროები: გ. კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი 1965 წ.;
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი,1996 წ.;
ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.;
მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო-კვლევითი ანგარიში 1998 წ.