საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მესხური თეთრი


საზოგადო სახელი: ნიორიMESXURITETRI

სახეობის სახელწოდება: Allium sativum L.

ჯიშის სახელწოდება: მესხური თეთრი–Allium sativum ‘Meskhuri Tetri’

წარმოშობა: სამცხე–ჯავახეთის რეგიონი. გავრცელებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ჯიშის დახასიათება: ჯიში მესხური თეთრი სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით საშუალო–საგვიანოა. ვარგისია როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო რგვისათვის. ივითარებს საშუალო სიდიდის, მოგრძო-მომრგვალო ფორმის ბოლქვს. ბოლქვის გარეთა მშრალი ქერქლები თეთრი ფერისაა, ხოლო შიგნითა კბილები დაფარულია იისფერი ქერქლებით. ბოლქვი მკვრივია და კარგი შენახვისუნარიანი. ძალიან მწარეა, უხვმოსავლიანია - 12–15 ტ/ჰა. მოყვავილე ჯიშია, ივითარებს როგორც ბოლქვებს, ასევე საყვავილე ბოლქუნებს, ამიტომ ბოლქუნებითაც შეიძლება გავამრავლოთ.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში, ან საზღვარგარეთის რომელიმე გენეტიკური რესურსების ბანკში.

დამატებითი ინფორმაცია: ნიორს, როგორც სამკურნალო მცენარეს, რამდენიმე ათასწლეულის წინათაც იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ჰიპოკრატეს ნაშრომები. ნივრის სამკურნალო თვისებებს განაპირობებენ მასში არსებული ეთერზეთები და ფიტონციდები, რომლებიც სპობენ ავადმყოფობის წარმომქმნელ მიკროფლორას. ნიორი სპობს კუჭის პარაზიტებს. იყენებენ ანგინისა და სურავანდის წინაამღდეგ, ორგანიზმს წმენდს ცხიმებისაგან, აუმჯობესებს მხედველობას.

წყაროები: ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა. თბილისი, 1998 წ.;
ლ. ნოზაძე, ხახვისა და ნივრის ადგილობრივი ჯიშები, მათი სამკურნალო თვისებები და წარმოების ტექნოლოგიები. თბილისი, 2011 წ.

 

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი