საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ფშავი


საზოგადო სახელი: პამიდორი

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: ფშავი– Solanum lycopersicum ‘Pshavi’

წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, მცხეთა–მთიანეთის რეგიონი, წეროვანი. დარაიონებულია 1993 წლიდან მე–3 /ქვემო იმერეთის/ , მე–9 /ქართლის სარწყავ/ მე–10 /ქვემო ქართლის სარწყავ/ ზონებში.

ჯიშის დახასიათება: ჯიში ფშავი საადრეო მომწიფებისაა, აღმოცენებიდან ნაყოფის დამწიფებამდე სჭირდება 103–115 დღე. მცენარე ნახევრად დეტერმინანტული ფორმისაა, ჩაწოლას არ განიცდის, საშუალო სიმაღლის, მთავარი ღეროს სიმაღლეა 45–75 სმ. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, მცირედ გოფრირებული, საშუალო ზომის, სუსტად დანაკვთული. ყვავილედი მარტივია, ბუჩქზე გვხვდება მჭიდრო კომპაქტური ტიპის რთული ყვავილედებიც. პირველი ყვავილედი ვითარდება მე–7, მე–8 ფოთლის შემდეგ. მომდევნო ყვავილედები ერთი–ორი ფოთლის შემდეგ. მთავარ ღეროზე ივითარებს 5–6 ყვავილედს. ყვავილედზე ნაყოფების რაოდენობა 4–5 ცალია. ნაყოფის ფორმა მომრგვალო–ბრტყელია, ოდნავ მოგრძო გლუვი წახნაგებით. უმწიფარი ნაყოფები ღია მწვანე ფერისაა, სრულ სიმწიფეში - მუქი წითელი, გლუვი ზედაპირით, ნაყოფის ბუდიანობა 4–დან 6–მდეა.
ნაყოფის საშუალო მასაა 80-130 გრ. სადეგუსტაციო შეფასება - 4 ბალი. მშრალი ნივთიერება - 5,6–6,8%, შაქრიანობა - 3,8–4,3%, მჟავიანობა - 0,47–0,53%, ასკორბინის მჟავას შემცველობა - 14,4–25,5 მგ%, მოსავალი - 47,0 ტ/ჰა.
გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში გამა დასხივებით /დოზა 20 კრ./ ჯიშ პერემოგა 165–დან.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება დაცულია კერძო კოლექციაში.

დამატებითი ინფორმაცია: ჯიში ფშავის თესვა-მოყვანა შეიძლება, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში, ნაყოფები გამოიყენება ნედლი სახითაც და საკონსერვო წარმოებაში, მზადდება უმაღლესი ხარისხის ტომატ–პასტა. ვარგისია მექანიზებული აღებისათვის.

წყაროები: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დარაიონებული ჯიშების კატალოგი 1997 წლისათვის, თბილისი, 1996 წელი.
ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო შრომების კრებული XXXXIV, თბილისი, 2004 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი