საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართლის ხახვი


საზოგადო სახელი: ხახვი

სახეობის სახელწოდება: Allium cepa L.

ჯიშის სახელწოდება: ქართლის - Allium cepa ‘ Kartlis’

წარმოშობა: შიდა ქართლის რეგიონი. დარაიონებულია 1962 წლიდან IX, XII, XIX, XX და XXII ზონებისთვის.

ჯიშის დახასიათება: საშუალო საგვიანო ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი 110–120 დღეა. ბოლქვი მობრტყელო მრგვალია, ყელთან ოდნავ ამოზნექილი.ძირითადად გვხვდება ერთბუდიანი ფორმები,იშვიათად ორბუდიანიც. გარეგანი ქერქლები ვარდისფერია,როგორც მორფოლოგიური,ისე სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებების მიხედვით, იგი ძალიან გავს სხვილისის ხახვს. როგორც ჩანს, სხვილისის ხახვი თავისი წარმოშობით და განვითარებით დაკავშირებული უნდა იყოს ქართლის ხახვთან.
ქართლის ხახვი უხვმოსავლიანია სარწყავ პირობებში - 20ტ/ჰა. ურწყავში ძალიან დაბალ მოსავალს გვაძლევს. ნახევრად ცხარეა,მავნებლებისა და დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: : გ.ესიტაშვილი, ხახვის კულტურა საქართველოში, თბილისი, 1952 წ.
ირ. მაჭავარიანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი