საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მეგრული ნესვი


საზოგადო სახელი: ნესვი

სახეობის სახელწოდება: Cucumis melo L.

ჯიშის სახელწოდება: მეგრული ნესვი- Cucumis melo ‘Megruli Nesvi’

წარმოშობა: სამეგრელოს რეგიონი. გავრცელებულია სამეგრელოს ყველა რაიონში და შავი ზღვისპირა ზონაში. სამეგრელოს ადგილობრივი ჯიშია.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 86 დღე. აღმოცენებიდან ნაყოფის პირველ მომწიფებამდე სჭირდება 86 დღე.
ღერო მხოხავია, სიგრძე - 2–3 მ. ბარდი საშუალოდ განტოტვილია. ფოთოლი თირკმლისმაგვარი, კიდემთლიანი, ფერი მუქი მწვანე. თესლი ბრტყელია ყვითელი, მოთეთრო ელფერით.
ნაყოფის ფორმა ელიფსურია, ცილინდრული ან ოვალური. ახასიათებს დახეთქვა. ამიტომ მომწიფებისთანავე უნდა იქნეს ნაყოფი აღებული. ტენიან პირობებს კარგად არის შეგუებული, მაგრამ ხასიათდება დაბალი გემური თვისებებით. პირველადი ნაყოფის ფერი მოთეთრო-მწვანეა, შემდეგ თანდათან ყვითლდება და მომწიფებისას მომწვანო-მოყვითალო ფერის რჩება. ზედაპირი ძლიერ ან სუსტად დასეგმენტებულია. ისხამს ბევრ და მსხვილ ნაყოფს.
რბილობი ყვითელი ფერისაა. ნაყოფში მშრალი ნივთიერების შემცველობა 10,40%, საერთო შაქრები 8,00%, სადეგუსტაციო შეფასება 3,5 ბალი. საჰექტარო მოსავალი16,0 ტონა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : ირ.მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998წ.;
მიწათმოქმედების ინსტიტუტის გარდაბნის საცდელი სადგურის სამეცნიერო-კვლევითი ანგარიში 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი